воскресенье, 10 сентября 2017 г.


ტრენინგის მეცხრე დღე

    დასრულდა ინტელის ტრენინგი „პროექტებით სწავლება“. ტრენინგმა მეტად ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.
    ვისწავლეთ რესურსების შექმნა,მიმართულების მიმცემი საკვანძო  კითხვების შედგენა,მოსწავლის ნაშრომის შექმნა, ბლოგის  შექმნა, გუგლ დრაივზე პრეზენტაციების ატვირთვა,დიფერენცირებული მიდგომების გამოყენება სწავლებაში.ჯგუფის თითეულმა წევრმა საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინა.
    ნაშრომებთან დაკავშირებით ერთმანეთს გავუზიარეთ აზრები ამ სატრენინგო მოდულით თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს პროექტებით სწავლებას მოსწავლეთა მაღალ სააზროვნო დონეებზე გასაყვანად,აგრეთვე თუ როგორ უნდა ჩამოვუყალიბოთ მოსწავლეებს 21-საუკუნის უნარ-ჩვევები.
    პროექტებზე მუშაობა დამეხმარება ჩემი პედაგოგიური მუშაობის ამაღლებაში,აუცილებლად გავაგრძელებ მუშაობას და დავნერგავ პრაქტიკაში.
   უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს გაწეული შრომისათვის ქალბატონ დიანა მიქაძეს.

      

ტრენინგის მერვე დღე.
 მოცემული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მასწავლებლისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით:როგორ დავეხმარო მოსწავლეებს დამოუკიდებელი სწავლების უნარ-ჩვევებში,როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები პროდიქტიულობის გაზრდის და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტი,ვისწავლეთ გუგლ დრაივზე პრეზენტაციების ატვირთვა.ძალიან შრომატევადი დღე იყო,მადლობა ტრენერს მასალის დაწვრილებით მოწოდებისთვის ქალბატონ დიანას.
ტრენინგის მეშვიდე დღე.
 დღეს ვისაუბრეთ შეფასების რუბრიკებზე ,ეს საკითხი შედარებით რთული აღმოჩნდა.განვიხილეთ მეხუთე,მეექვსე მეშვიდე მოდულები.გავეცანით მოსწავლეთა პროექტების შეფასებას ,დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის,ფასილიტაცია ტექნოლოგიები.განვიხილეთ ჩვენი ნამუშევრები ტრენერმა მოგვცა მითითებები.

ტრენინგის მეექვსე დღე.
გავეცანით მოსწავლეთა ნაშრომის ნიმუშების შეფასებას,ვისწავლეთ კომენტარების დაწერა ბლოგზე და გამოქვეყნება     .აგრეთვე პრეზენტაციების გაკეთება. 
მოვირგე მოსწავლის როლი შევქმენი ელექტრონული ფორმატი სავარაუდო ნაშრომი.
უღრმესი მადლობა ტრენერს ქალბატონ დიანას საინტერესო ტრენინგისთვის.
ტრენინგის მეხუთე დღე.
   დღევანდელმა დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.პროექტებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ უკუკავშირზე,გავეცანით საავტორო უფლებებს დაცვას,ასევე ინტერნეტის გამოყენებას სასწავლო პროცესში ,მოძიების სწორი მეთოდების გამოყენებას .ჩვენი ტრენერი ცდილობს მაღალ დონეზე ავითვისოთ მასალები რათა შემდგომ პრაქტიკაში გამოყენება გაგვიადვილდეს.ჩემთვის ეს საკითხები საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო.


ტრენინგის მეოთხე დღე.
  მეოთხე დღე  დღე იყო რთული,გავეცანით შეფასების კრიტერიუმებს,5სტრატეგია აქედან ოთხი არის განმავითარებელი ,მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროების შეფასების სტრატეგიები, აქ მოვიყენებ მეთოდს ვიცი მინდა ვიცოდე დაგონებრივ იერშს.
   წახალისების თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგიები. ამისთვის ვიყენებ გეგმებს დათვითშეფასების რეფლექსიას.
   პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები.აქ ვიყენებ შემთხვევების ჩანიშვნები და ღიური.
     სტრატეგიები გაგების შემოწმებისა დაწახალისებისათვის აქ ვიყენებ წერილობით ჯურნალებს და ვიდეო დაფოტო ჯურნალებს.
      გაგებისა დაუნარების დემონსტრირების სტრატეგიები.ამ. სტრატეგიას ვიყენებ პროექტის დასასრულს.
ტრენინგის მესამე დღე.
ტრენინგის მესამე დღე იყო საინტერესო შევისწავლეთ კითხვის დასმის სხვადასხვა ხერხები .ზოგადი კითხვები,თემატური კითხვები  და შინარსობრივი კითხვები.გავეცანით კოლეგების პროექტებს ვითანამშრომლეთ ტრენერმა მოგვცა მითითებები.დიდი მადლობა ტრენერს საინტე.რესო საკითხების შესწავლისთვის


ტრენინგის მეორე დღე.
მეორე დღეს შევისწავლეთ ბლოგის შექმნა,ვისაუბრეთ გეგმებზე,ვნახეთ მასწავლებლის მიერ შექმნილი გეგმა.
     გავეცანით ბროშურებს ვისაუბრეთ გეგმებში სურათების და რესურსების მოძიებაზე ჩასმაზე.საინტერესო დღე იყო მადლობა ტრენერს ქალბატონ დიანა მიქაძეს.
ტრენინგის პირველი დღე.


ტრენინგზე მოსვლის დღეს,განვიცდიდი როგორ შევხვდებოდი ტრენერს,როგორ შევეთვისებოდი,მაგრამ ტრენერი გულისხმიერი და პროფესიონალი აღმოჩნდა.გავეცანით პროექტის ძირითად ნაწილებს,ისაუბრა თითეულ ნაწილზე რომელიც ჩემთვის გასაგები აღმოჩნდა,გაგვაცნო პროექტის სახელწოდებები ვნახეთ ფილმი.ძალიან საინტერესო იყო პირველი დღე და კარგად გავეცანი პროექტის მნიშვნელობას.