ტრენინგის მეცხრე დღე
დასრულდა ინტელის ტრენინგი „პროექტებით სწავლება“.
ტრენინგმა მეტად ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.
ვისწავლეთ რესურსების შექმნა,მიმართულების მიმცემი
საკვანძო კითხვების შედგენა,მოსწავლის ნაშრომის
შექმნა, ბლოგის შექმნა, გუგლ დრაივზე პრეზენტაციების ატვირთვა,დიფერენცირებული მიდგომების გამოყენება
სწავლებაში.ჯგუფის თითეულმა წევრმა საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინა.
ნაშრომებთან დაკავშირებით ერთმანეთს გავუზიარეთ
აზრები ამ სატრენინგო მოდულით თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს პროექტებით სწავლებას მოსწავლეთა
მაღალ სააზროვნო დონეებზე გასაყვანად,აგრეთვე თუ როგორ უნდა ჩამოვუყალიბოთ მოსწავლეებს
21-საუკუნის უნარ-ჩვევები.
პროექტებზე მუშაობა დამეხმარება ჩემი პედაგოგიური
მუშაობის ამაღლებაში,აუცილებლად გავაგრძელებ მუშაობას და დავნერგავ პრაქტიკაში.
უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს გაწეული შრომისათვის
ქალბატონ დიანა მიქაძეს.
ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან თანამშრომლობა.
ОтветитьУдалить